Tuesday, September 27, 2016

რას გვასწავლის თრუმენის შოუ

თრუმენის შოუს დასაწყისში ციდან ვარსკვლავი ვარდება, უფრო ზუსტად თრუმენის გარშემო შექმნილი ყალბი სამყაროს დეკორაციიდან რაღაც ირევა და სანათი ძალიან მაღლა დეკორაციულ ცას წყდება. თითქოს დიდი არაფერი მაგრამ ეს იყო პირველი ნიშანი იმისა რომ რაღაც წესრიგში არ იყო. სანათზე წერია წარწერა Sirius C9 cannis major რომელიც დაკავშირებულია ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავ Sirius-სთან.


მთლიანი ფილმს შეგვიძლია ისე ვუყუროთ რომ დიდი შინაარსი ვერ გამოვიტანოთ მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ რიგში ფილმი არის ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვის, მასების მიერ კონკრეტული ობიექტის - განსხვავებული ობიექტის გადმობირების ნიშანი. ადამიანის ლიბერალიზმისკენ სწრაფვის ნიშანი რომელიც დაკავშირებულია ფილმის ბოლოს სიბნელეში შესვლასთან და კონკრეტული საზღვრის გადალახვასთან, საზოგადოების ინტერესის გამოჩენა კონკრეტული ადამიანის პირად ცხოვრებაზე და მასების მიჯაჭვულობას ტექნოლოგიებთან. ფილმის თითოული დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია თრუმენის გადაწყვეტილებების მიღებასთან, ბავშობაში მიყენებული ტკვილი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, შეგვიძლია მხოლოდ იმის დანახვა რაც გვინდა რომ დავინახოთ, სამხილების შეგროვება რომ ცხოვრება არ არის ისეთი როგორიც გვგონია და შეგვიძლია მისი შეცვლა. თითქოს თრუმენის შოუ არ არის შორს დღევანდელი რეალობიდან, შიში იმისა რომ ყოველთვის გვაკვირდებიან და ვის არ უფიქრია იმის შესახებ რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი ჩვეულებრივი სატელევიზიო შოუა. ალეგორიები, ფაქტები, თითქოს უმნიშნვლო ფაქტები ხდის ფილმს განასკუთრებულს, ფილმის ყურებისას თითქოს ვხვდებით რაშიცაა საქმე მაგრამ ამის დაჯერება არ გვინდა. თრუმენის ცხოვრება შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი რეალობის და იმის თუ როგორ გამოიყურება გამოფხიზლება და გათავისუფლება. ფილმში, "თრუმენის სამყაროში" ჩართულია ათასობით, ათიათასობით მსახიობი, მაგრამ მნიშნელოვანი მოვლენები მხოლოდ თრუმენის გარშემო ვითარდება, ანუ ხალხს აღარ აკმაყოფილებს ყალბი მსახიობები და ურჩევნიათ ჩვეულებრივი ადამიანი აცხოვრონ ყალბ რეალობაში, შესაძლოა ვიფიქროთ რომ ადამიანი არ მოისვენებს სანამ შემოქმედის როლს არ მოირგებს. ძნელია თემის მოძებნა რომელსაც ეს ფილმი არ უკავშირდება. როგორი წერილი აქვს დომინანტურ იდეოლოგიას მედიაში, განათლების სისტემაში... როგორ შეუძლიათ კარგ ადამიანებს, ისეთ ადამიანებს რომელსაც ვენდობით გახდნენ საშინელი სისტემის ნაწილები. თრუმენის შოუ მოუწოდებს ხალხს გათავისფულებისკენ, შიშის დაძლევისკენ. არა ზღვის გადალახვასთან არამედ პატარა კარების მოძებნასთან რომელიც მიგვიძღვება ადგილთან რომელიც ჩვენ რუკაზეც არ არის აღნიშნული.

                             


No comments:

Post a Comment