Tuesday, September 27, 2016

რას გვასწავლის თრუმენის შოუ

თრუმენის შოუს დასაწყისში ციდან ვარსკვლავი ვარდება, უფრო ზუსტად თრუმენის გარშემო შექმნილი ყალბი სამყაროს დეკორაციიდან რაღაც ირევა და სანათი ძალიან მაღლა დეკორაციულ ცას წყდება. თითქოს დიდი არაფერი მაგრამ ეს იყო პირველი ნიშანი იმისა რომ რაღაც წესრიგში არ იყო. სანათზე წერია წარწერა Sirius C9 cannis major რომელიც დაკავშირებულია ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავ Sirius-სთან.


მთლიანი ფილმს შეგვიძლია ისე ვუყუროთ რომ დიდი შინაარსი ვერ გამოვიტანოთ მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ რიგში ფილმი არის ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვის, მასების მიერ კონკრეტული ობიექტის - განსხვავებული ობიექტის გადმობირების ნიშანი. ადამიანის ლიბერალიზმისკენ სწრაფვის ნიშანი რომელიც დაკავშირებულია ფილმის ბოლოს სიბნელეში შესვლასთან და კონკრეტული საზღვრის გადალახვასთან, საზოგადოების ინტერესის გამოჩენა კონკრეტული ადამიანის პირად ცხოვრებაზე და მასების მიჯაჭვულობას ტექნოლოგიებთან. ფილმის თითოული დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია თრუმენის გადაწყვეტილებების მიღებასთან, ბავშობაში მიყენებული ტკვილი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, შეგვიძლია მხოლოდ იმის დანახვა რაც გვინდა რომ დავინახოთ, სამხილების შეგროვება რომ ცხოვრება არ არის ისეთი როგორიც გვგონია და შეგვიძლია მისი შეცვლა. თითქოს თრუმენის შოუ არ არის შორს დღევანდელი რეალობიდან, შიში იმისა რომ ყოველთვის გვაკვირდებიან და ვის არ უფიქრია იმის შესახებ რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი ჩვეულებრივი სატელევიზიო შოუა. ალეგორიები, ფაქტები, თითქოს უმნიშნვლო ფაქტები ხდის ფილმს განასკუთრებულს, ფილმის ყურებისას თითქოს ვხვდებით რაშიცაა საქმე მაგრამ ამის დაჯერება არ გვინდა. თრუმენის ცხოვრება შესანიშნავი მაგალითია დღევანდელი რეალობის და იმის თუ როგორ გამოიყურება გამოფხიზლება და გათავისუფლება. ფილმში, "თრუმენის სამყაროში" ჩართულია ათასობით, ათიათასობით მსახიობი, მაგრამ მნიშნელოვანი მოვლენები მხოლოდ თრუმენის გარშემო ვითარდება, ანუ ხალხს აღარ აკმაყოფილებს ყალბი მსახიობები და ურჩევნიათ ჩვეულებრივი ადამიანი აცხოვრონ ყალბ რეალობაში, შესაძლოა ვიფიქროთ რომ ადამიანი არ მოისვენებს სანამ შემოქმედის როლს არ მოირგებს. ძნელია თემის მოძებნა რომელსაც ეს ფილმი არ უკავშირდება. როგორი წერილი აქვს დომინანტურ იდეოლოგიას მედიაში, განათლების სისტემაში... როგორ შეუძლიათ კარგ ადამიანებს, ისეთ ადამიანებს რომელსაც ვენდობით გახდნენ საშინელი სისტემის ნაწილები. თრუმენის შოუ მოუწოდებს ხალხს გათავისფულებისკენ, შიშის დაძლევისკენ. არა ზღვის გადალახვასთან არამედ პატარა კარების მოძებნასთან რომელიც მიგვიძღვება ადგილთან რომელიც ჩვენ რუკაზეც არ არის აღნიშნული.

                             


Thursday, June 18, 2015

რა არის დრო?


ერთხელ ერთი ცნობილი მეცნიერი (სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ) ატარებდა ლექციას იმის შესახებ თუ როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო და თავის მხრივ მზე ვარსკვლავების უზარმაზარი კრებულის ცენტრის გარშემო, ლექციის დასასრულს ოთახის ბოლოს მჯდარი პატარა მოხუცი ქალბატონი ადგა და თქვა:
- რასაც თქვენ ბრძანებთ, სრული აფსურდია. სინამდვილეში სამყარო ბრტყელი დისკია, რომელიც უზარმაზარ კუს ზურგზე დგას.
- კუ რაღაზე დგას?
- მის ქვემოთ ბოლომდე სულ კუებია...

   დღეს-დღეობით ამ თეორიას ბევრი ჩვენგანი სისულელედ ჩათვლის მაგრამ რატომ გვგონია რომ "კუს უსასრულო თეორიაზე" მეტი ვიცით სამყაროს შესახებ? მე თუ მკითხავთ ბევრ ჩვენგანს ამაზე დიდი წარმოდგენა სამყაროზე არ აქვს და ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან ჩემი აზრით ყველაზე დიდი საიდუმლო სწორად სამყაროს შეცნობა და მისი აღწერაა, და ეს პროცესი საკმაოდ საინტერესოა...
საიდან მოვიდა სამყარო და სად მიდის იგი? როგორია დროის ბუნება? როგორ შეიქმენა სამყარო?
   შევეცდები ამ კითხვებზე დამაჯერებული ან დაუჯერებელი პასუხები გაგცეთ...
დავიწყოთ დროის ბუნებით. დღეს-დღებოითაც ბევრი კითხვა არსებობს დროზე. როდის დაიწყო დროის ათვლა? არის თუ არა დრო ილუზია? რატომ დაიწყო? არსებობდა თუ არა დროს სამყაროს შექმნამდე (როგორსაც მას დღევანდელი სახით ვიცნობთ) და ა.შ.
   შეგვიძლია დავიწყოთ თავიდან (სამყაროს შექმნიდან). სამყაროს წარმოშობის საწყისად მეცნიერები დიდი აფეთქებას მიიჩნევენ და საკმაოდ საფუძვლიანადაც... (სამყაროს თავდაპირველი სახე ერთ ძალიან მცირე წერტილში იყო მოქცეული, რომელიც დიდი სიმკვრივის გამო აფეთქდა, სინათლის სისწრაფეზე სრაფად გაფართოვდა და მისი გაფართოება დღესაც მიმდინარეობს), ჩემი აზრით დროის ათვლა სწორად აქედან დაიწყო, მაგრამ იბადეება კითხვა თუ რატომ მოხდა სამყაროს ასეთი შეკუმშვა დროის მაინცდამაინც იმ მონაკვეთში როდესაც ეს მოხდა, რა ხდებოდა "დიდ აფეთქებამდე" და რატომ მოხდა "დიდი აფეთქება" იმ დროის მონაკვეთში როდესაც ეს მოხდა? მე თუ მხითხავთ ამ კითხვის დასმას აზრი არააქ, რადგან ჩვენთვის აბსოლიტურად უმნიშვნელოა დრო არსებობდა თუ არა სამყაროს შექმნამდე...
ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: თუ ჩვენ შავ ხვრელში საათს ჩავუშვებთ მისი მოძრაობა ნელ-ნელა შენელდება და ბოლოს საერთოდ გაჩერდება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა და თუ არსებობდა მის არსებობას აზრი არ ქონდა რადგან დროის აღქმა არავის შეეძლო...
   ჯერ კიდევ, არისტოტელეს და ნიუტონს სჯეროდათ, რომ დრო აბსოლიტურია, ეს ნიშნავს იმას რომ ორ მოვლენას შორის დროის ინტერვალის ცალსახად განსაზღვრისას დრო აუცილებლად ერთნაირი იქნება, ვინც არ უნდა გაზომოს იგი. მათი აზრით დრო სრულიად გამოყოფილი იყო სივრცისგან და იგი იყო "ცალკეული განზომილება". ეს ყველაფერი მართალია როდესაც გვაქვს საქმე ჩვეულებრივად მოძრავ საგნებთან მაგალითად, სათამაშო მაქნასთან ან თუნდაც ჩვეულებრივთან, მაგრამ საქმე სულ სხვანაირადაა, როდესაც საქმე სინათლის სიჩქარეს ეხება. სინათლის სიჩქარის მნიშვნელობა ერთნაირი უნდა იყოს ყველა დამკვირვებლისთვის მათი მოძრაობის სიჩქარის დამოუკიდებლად. ალბათ ყველა მოსწავლემ იცის ფარდობითობის თეორიის ფორმულა e=mc კვადრატს (E-ენერგია, m - მასა, c - სინათლის სიჩქარე) და კანონი რომ არც ერთ სხეულს არ შეუძლია მოძრაობა სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ენერგიისა და მასის ექვივალენტობის გამო რომელიც სხეულს ენიჭება სიჩქარის მატებასთან ერთად, ანუ სინათლის სიჩქარით მოძრავ სხეულს ემატება მასა, ანუ ენერგია - ის მძიმდება... სწორად ამიტომ არის შეუძლებელია სინათლის სიჩქარით გადაადგილება, რადგან მისი მასა თუ უსასრულოდ დიდი გახდება, მასისა და ენერგიის ექვივალენტობის გამო მას დასჭირდება უსასრულოდ დიდი ენერგია...